ლოცვის შესახებ

კითხვა: რატომ არის აუცილებელი ქრისტიანებისათვის ლოცვა?

პასუხი: იმიტომ რომ ლოცვა წარმოადგენს უმთავრეს ნაწილს მადლიერებისა, რომელსაც მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. აგრეთვე იმიტომაც, რომ ღმერთი აძლევს თავის მადლსა და სულიწმიდას მხოლოდ მათ, ვინც განუწყვეტლივ ლოცულობს მთელი გულით, ევედრება ღმერთს ამ ნიჭებისათვის და ემადლიერება მას მათთვის.

ფსალმუნი 49:14-15

ფსალმუნი 115:3-10

1 თესალონიკელთა 5:16-17

ლუკა 11:9-13

მათე 7:7-8

კითხვა: როგორი უნდა იყოს ჩვენი ლოცვა, რომ ღმერთმა ისურვოს მისი შესმენა?

პასუხი: ჯერ ერთი, ჩვენ უნდა ვილოცოთ მთელი გულით არავისადმი, გარდა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი, რომელიც გაცხადდა თავის სიტყვაში, და ვევედროთ ყველაფერი ის, რაზეც მან დაგვიდო მცნება, რომ ვთხოვოთ.

მეორეც, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი საჭიროებები და უმწეობა, ისე რომ არ დავმალოთ არაფერი და მოვიდრიკოთ ღვთის დიდებულების წინაშე.

მესამეც, ჩვენ უნდა დავამყაროთ ჩვენი იმედი ურყევ საფუძველზე: თუნდაც ამას არ ვიმსახურებდეთ, ღმერთი უსათუოდ შეისმენს ჩვენს ლოცვებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულისათვის, როგორც მან აღგვითქვა ეს თავის სიტყვაში.

ფსალმუნი 144:18-20

იოანე 4:22-24

რომაელთა 8:26-27

იაკობი 1:5

1 იოანე 5:14-15

2 ნეშტთა 7:14

ფსალმუნი 2:11-12

ფსალმუნი 33:19

ფსალმუნი 61:2

ესაია 66:2

გამოცხადება 4

დანიელი 9:17-19

მათე 7:8

იოანე 16:23

რომაელთა 10:13

კითხვა: რაზე დაგვიდო ღმერთმა მცნება, რომ ვევედროთ ლოცვაში?

პასუხი: ყველა ჩვენს საჭიროებაზე, სულიერზე და ფიზიკურზე, როგორც ჩანს ეს იმ ლოცვაში, რომელიც გვასწავლა ჩვენ თავად უფალმა იესო ქრისტემ.

იაკობი 1:17

მათე 6:33

ჰაიდელბერგის კატეხიზმო

1563 წელი

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის: “ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.” ეს სიტყვები აღძრავს ჩვენში ლოცვის სურვილს და წარმოშობს რწმენას, რომ ღმერთი დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს.

წმინდა ავგუსტინე საოცრად აჯამებს იესო ქრისტეს ლოცვის სამ განზომილებას: “ლოცულობს ჩვენთან ერთად, როგორც ჩვენი მღვდელი; ლოცულობს ჩვენში, როგორც ჩვენი თავი; ჩვენს ლოცვას შეისმენს, როგორც ჩვენი ღმერთი. მაშასადამე, ვცნობთ მასში ჩვენს ხმას და ჩვენში კი მის ხმას.”

გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო და ჩვენ მზად ვართ ვილოცოთ თქვენთვის. შეგიძლიათ თქვენი სავედრებელი გამოაგზავნოთ ეკლესიის სპეციალურ ელ-ფოსტაზე: prayer@stecclesia.org და ჩვენ შევევედრებით თქვენთვის უფალს.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო,

რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა,

საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო,

მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის,

და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა,
prayer@stecclesia.org