ღვთისმსახურების შესახებ

“ჯანსაღი აზრი გვიჩვენებს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც აქვს ძალაუფლება და ბატონობა ყოველივეზე; რომ ის არის სიკეთე და აკეთებს სიკეთეს ყველაფერში და, ამიტომ საჭიროა გეშინოდეს და გიყვარდეს იგი, ადიდებდე, მოუხმობდე და ენდობოდე მას, და ემსახურებოდე მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით. ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის მისაღები გზა დადგენილია თავად მის მიერ და ზუსტად განსაზღვრულია მისი საკუთარი გაცხადებული ნებით, ამიტომ თაყვანისცემა არ უნდა იყოს დაფუძნებული ადამიანურ წარმოდგენაზე და მონაგონებზე, ან სატანის შთაგონებით. არ შეიძლება თაყვანი სცე მას ხილული გამოსახულებების ან სხვა რამის, რაც წმიდა წერილში არ არის მითითებული, გამოყენებით.

თაყვანის იცემების მხოლოდ ღმერთი, მამა, ძე და სული წმიდა, და მხოლოდ ის ერთი; არც ანგელოსები, არც წმინდანები და არც რამე სხვა ქმნილებები; და რამდენადაც შეცოდების დროიდან მოყოლებული ვერ გადავრჩებით შუამდგომლის გარეშე, ჩვენ არ გვყავს სხვა შუამდგომელი, გარდა ერთისა – ქრისტესი.

ჩვეულებრივი ღვთისმსახურება მოიცავს წერილის (ბიბლიის) ღვთისმოსაობით და ღვთისმოშიშებით წაკითხვას, ჯანსაღ ქადაგებას, (ღვთის) სიტყვის გაგებით მოსმენას… ფსალმუნთა გალობას… და აგრეთვე, ქრისტეს მიერ დადგენილი საიდუმლოებების სწორე აღსრულებასა და მიღებას. ამათ გარდა, იდება სულიერი ფიცები და აღთქმები, სრულდება დიდი მარხვები, აღევლინება განსაკუთრებული მადლიერებანი, და ყველაფერი უნდა სრულდებოდეს წმინდად და სულიერად.

ახლა, სახარების დროს, არც ლოცვა, არც სხვა რამ ღმერთის თაყვანისცემაში არ არის შეკრული და არ ხდება უფრო მეტად მისაღები რაღაც ადგილით … ღმერთი თაყვანის იცემების ყველა ადგილას სულითა და ჭეშმარიტებით, იქნება ეს ყოველდღიურად ოჯახში თუ განმარტოებულ ადგილას, და აგრეთვე, უფრო მეტად საზეიმოდ კრებულებში, რომელთა არც გაცდენა შეიძლება უზრუნველად ან განზრახ, და არც უგულებელყოფა …”

ვესტმინსტერის აღსარება, თავი 21

1647-1648 წწ.

კვირადღე – 11:00 საერთო წირვა.

პარასკევი – 19:00 კატეხიზაცია და ლოცვა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წმიდა სამების ეკლესიის ღვთისმსახურებებზე!