მახარებლობა
 



მსახურება „გულიდან გულამდე“

საერთაშორისო მსახურება „გულიდან გულამდე“ საქართველოში დაიბადა 2003 წელს. ქალაქ გორში იყო მოწვეული პირველი სკოლა-სემინარი საეკლესიო მსახურების მოსამზადებლად. სემინარს უძღვებოდა ევრაზიაში მსახურების „ევანგელიზაციის აფეთქება“ დირექტორი ნ. ი. რევტოვი. სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა ეკლესიის და დენომინაციის ლიდერები. მონაწილეებმა ცხადად დაინახეს, რომ ეს ახალი, მოქმედი და ეფექტური მსახურებაა, რომელიც იძლევა სახარების ქადაგების საშუალებას ადამიანებისათვის მისაწვდომ ფორმაში.


მას შემდგომ მსახურება საქართველოში დინამიურად ვითარდება. მრავალმა ეკლესიამ გააცნობიერა, რომ ეს არ არის მორიგი პროგრამა, არამედ საეკლესიო მსახურება - დამოწაფების და მახარებლობის მსახურება, რომელიც იქცა ბევრი ეკლესიისათვის სახარების ქადაგების ძირითად საშუალებად. მსახურება საქართველოში უკვე შვიდი წლისაა. ამ დროისათვის უკვე გაწეულია დიდი შრომა. არის მსახურთა კარგი ჯგუფი, რომელშიც თითოეული კარგად აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე. დაგროვებულია კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ეს შეეხება რეგიონებში მუშაობის ორგანიზაციას. საქართველოს დასავლეთ ნაწილში წამოწყებულია პროექტი „მუშაკნი ყანაში“, რომელსაც მოაქვს კეთილი ნაყოფები.


ჩვენ გვწამს, რომ უფალმა მსახურებით „ევანგელიზაციის აფეთქება“ მოგვიხმო იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, გააკეთონ სწორე არჩევანი თავის ცხოვრებაში - მიიღონ მარადიული სიცოცხლის მხსნელი ნიჭი.


ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეულმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ისწავლოს ადამიანისთვის დამოწმება.


საქართველოში მსახურების „გულიდან გულამდე“

დირექტორი

პასტორი ბესარიონ მეგრელიშვილი


  

English | Русский 



 


მთავარი | მრწამსი | წინამძღვარი | წირვა | კანონიკა | ბიბლიოთეკა | კონტაქტი

საავტორო უფლება © 2009 - 2017  წმიდა სამების ეკლესია